სს გეს „საქრუსენერგომ” მონაწილეობა მიიღო ამა წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

სს გეს „საქრუსენერგომ” მონაწილეობა მიიღო ამა წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. რუსთაველის გამზირზე, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის სხვა ორგანიზაციებთან  ერთად წარმოდგენილი იყო „საქრუსენერგოს”  კუთვნილი ტექნიკური საშუალებები, ხელსაწყოები და მძიმე ტექნიკა.

სს “საქრუსენერგოს” სტენდს პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია და ხელისუფელბის სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ, მათ სს “საქრუსენერგოს” გენერალურმა დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ კომპანიის საქმიანობა, კომპანიის სრულყოფილი მუშაობისათვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებები და სპეცტექნიკა გააცნო. საზოგადოებას, მომავალ თაობებს საშუალება მიეცა უკეთ გაცნობოდა კომპანიას, ხელით შეხებოდნენ და მოესინჯათ  ენერგოსექტორის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, რაც მათი სამომავლოდ ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობისათვის დიდი სტიმული და მოტივაცია იქნება.

სხვა სიახლეები

ლოგო 1

2026 წლის 06 აგვისტოს ჩატარებულ სს გეს ,,საქრუსენერგოს”აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ

ლოგო 1

ინფორმაცია სს გეს საქრუსენერგოშო თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ

ლოგო 1

სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ