სს გეს „საქრუსენერგოს“ მმართველობაში ცვლილებაა

სს გეს „საქრუსენერგოს“ მმართველობაში ცვლილებაა. კომპანიის გენერალური დირექტორი რომეო მიქაუტაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. მისი 9 წლიანი კომპანიაში მოღვაწეობის განმავლობაში საზოგადოებამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, კერძოდ: კომპანიის კუთვნილებაში, ქვეყვნისათვის უმნიშვნელოვანესი ეგხ-ების გამართვა და მზადყოფნაში მოყვანა, თანამშრომელთა პროფესიონალიზმის დაფასება, ,  საქართველოს ენერგოკომპანიებს შორის მჭირდო ურთიერთობების ჩამოყალიბება, კომპანიაში  ჯანსაღი ატმოსფეროს დამკვიდრება და მრავალი სხვა რამაც ხელი შეუწყო როგორც საქრუსენერგოს ძლიერ და წარმატებულ კომპანიად ჩამოყალიბებას ასევე მთლიანად საქართველოს ენერგოსისტემის უსაფრთხოდ და გამართულად ფუნქციონირებას. სამუშაო დღის ბოლოს ბატონი რომეო შეხვდა საზოგადოების თანამშრომლებს, გულთბილი მადლობა გადაუხადა მათ ერთგული სამსახურისათვის და წარმატებები უსურვა.

მადლობას ვუხდით ბატონ რომეოს საქრუსენერგოს განვითარებაში შეტანილი  განსაკუთრებული წვლილისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მას ახალ საქმიანობაში.

სხვა სიახლეები

ლოგო 1

2026 წლის 06 აგვისტოს ჩატარებულ სს გეს ,,საქრუსენერგოს”აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ

ლოგო 1

ინფორმაცია სს გეს საქრუსენერგოშო თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ

ლოგო 1

სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ