სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

2024 წლის 25 ოქტომბერს ჩატარებულ იქნა სს გეს „საქრუსენერგო“-ს (ს.ნ. 211324468) მორიგი აქციონერთა საერთო კრება (წარმოდგენილ იქნა ორივე აქციონერის წერილობითი გადაწყვეტილებები – სს გეს „საქრუსენერგო“-ს აქციათა50% მმართველის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს 24.10.2024წ. №23/7812 წერილი და აქციათა 50%-ის მფლობელის საჯარო სააქციო საზოგადოება “ფედერალური საქსელო კომპანია – როსსეტი“-ს (Публичное акционерное общество «Федеральная сетевая компания – Россети») მინდობილი პირის (27.03.2023წ. გაცემული მინდობილობა №120-23) მარია ტიხონოვას მიერ ხელმოწერილი, საზოგადოების 25.10.2024წ. აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე ხმის მისაცემად განკუთვნილი გამოკითხვის ფურცელიდა ) და  ზემოაღნიშნული კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: 

საკითხი №1. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს 2023 წლის ფინანსური ანგარიშგების დამტკიცების შესახებ.

გადაწყვეტილება (მიღებულია ერთხმად) – დამტკიცდეს სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს 2023 წლის ფინანსური ანგარიშგება, დანართი №1-ის შესაბამისად.

საკითხი №2. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს 2023 წლის წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ.

გადაწყვეტილება (მიღებულია ერთხმად) – დამტკიცდეს სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს 2023 წლის წლიური ანგარიში, დანართი №2-ის შესაბამისად.

საკითხი №3. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს გენერალური დირექტორის ანგარიშის დამტკიცება, საზოგადოების მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

გადაწყვეტილება (მიღებულია ერთხმად) – დამტკიცდეს სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს გენერალური დირექტორის ანგარიში საზოგადოების მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ, დანართი №3-ის შესაბამისად.

საკითხი №4. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს სამეთვალყურეო საბჭოს 2023 წლის ანგარიშის დამტკიცების შესახებ.

გადაწყვეტილება (მიღებულია ერთხმად) – დამტკიცდეს სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს სამეთვალყურეო საბჭოს 2023 წლის ანგარიში, დანართი №4-ის შესაბამისად.

საკითხი №5. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მიერ 2023 საანგარიშო წლის შედეგებით მიღებული წმინდა მოგების განაწილების შესახებ.

გადაწყვეტილება (მიღებულია ერთხმად) – სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მიერ 2023 საანგარიშო წლის შედეგებით მიღებული წმინდა მოგება რომელიც შეადგენს 11 581 ათას ლარს არ განაწილდეს დივიდენდებზე და დატოვებულ იქნას საზოგადოების განკარგულებაში.

საკითხი №6. სს გეს „საქრუსენერგო“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ალექსანდრე ჩივაძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შესახებ.

გადაწყვეტილება (მიღებულია ერთხმად) –

6.1. არჩეულ იქნას სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ალექსანდრე ჩივაძე 3 (სამი) წლის ვადით;

6.2. მიენიჭოს სს გეს „საქრუსენერგოს“ მორიგ აქციონერთა საერთო კრების თავმჯდომარეს ალექსანდრე ჩივაძესთან გასაფორმებელი სასამსახურო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება, დანართი №5-ის შესაბამისად;

6.3. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ალექსანდრე ჩივაძის საქმიანობის ყოველთვიური  ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს სს გეს „საქრუსენრგო“-ს 2016 წლის 29 დეკემბრის რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების (ოქმი №5) გადაწყვეტილების 3.3. პუნქტის შესაბამისად;

6.4. დაევალოს სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს გენერალურ დირექტორს სათანადო ცვლილებების რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

2024 წლის 27 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით

ლოგო-1-1200x857-2

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-1

2024 წლის 25 ოქტომბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროთ 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.