2011 წლის დეკემბრის თვეში ს.ს. “საქრუსენერგოს” ელექტროგადამცემ ხაზებზე შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა
ე.გ.ხ. “კავკასიონი”
–რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარდა გაჩეხვითი სამუშაოები, კერძოდ გაიჩეხა ეგხ-ს №24-25, 25-26 მალები.
–ასევე ჩატარდა ტექნიკური მომსახურების სამუშაოები: შემოწმდა ფუნდამენტების მდგომარეობა მეწყერსაშიშ ზონებში, კერძოდ №217, 234, 388, 397, 496ა და 713 ანძებზე. ასევე ზვავსაშიშ ზონაში დათვალიერდა №9-61 ანძებს შორის მონაკვეთი.
ე.გ.ხ. “ქართლი-2”
–ზესტაფონის სსუ-ს მიერ ჩატარდა ეგხ-ს №1-172 ანძებს შორის მონაკვეთის შემოვლა შემდგომში სამუშაოების დაგეგმვის მიზნით.
–ხაშურის სსუ-ს მიერ ჩატარდა ეგხ-ს №172-457 ანძებს შორის მონაკვეთის შემოვლა, დამატებითი დეფექტების აღწერისა და შემდგომში სამუშაოების დაგეგმვის მიზნით.
ე.გ.ხ. “ქართლი-1”
–ჩატარდა №152-158 მალში დაზიანებული მეხდამცავი გვარლის დემონტაჟი.
ე.გ.ხ. “მუხრანი”
–№1-12 და 12-№24ა მონაკვეთში ჩატარდა სადენის სამონტაჟო სამუშაოები, დამონტაჟდა განბრჯენები და მარყუჟები შეერთდა თერმოშედუღებით კუთხურ ანძებზე, რითაც სრულად დასრულდა №1-36/1-ის სარემონტო სამუშაოები.
–შესრულდა ეგხ-ს გადაერთება 500 კვ ეგხ „ვარძიასთან” №124-125 მალში.
ე.გ.ხ. “აჭარა”
–დასრულდა ეგხ-ს მთელი სიგრძის ფართომასშტაბიანი გაჩეხვითი სამუშაოები, მათ შორის №7-9,10-15, 16-17, 18-19 მალები, ასევე ეგხ-ს გეგმიური გამორთვის დროს გაიჩეხა №22-23, №37-38 და №48-49 მალები.
–გაყვანილი იქნა №2 ანძასთან მისასვლელი გზა, ასევე გაიწმინდა ანძის ძირი და მიმდებარე ტერიტორია.