2013 წლის აგვისტოს თვეში სს “საქრუსენერგო”-ს ელექტროგადამცემ ხაზებზე შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა

ე.გ.ხ. “კავკასიონი”
ამა წლის 1 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით და 19 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ეგხ-ის შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ჩატარდა გატეხილი იზოლატორების შეცვლის სამუშაოები, კერძოდ შეიცვალა ანძებზე: #2-9ც, #15-28ც, #61-6ც, ჯამში 3 ანძაზე შეიცვალა 43 ცალი იზოლატორი, ასევე #2 ანძის მარყუჟში შეიცვალა გაცვეთილი ყუნწი. გაიჩეხა და გაიწმინდა #54 და #55 ანძების გარშემო ტერიტორიები ახლად წამოზრდილი ხე-მცენარეებისაგან. აღდგენილი იქნა კუთხოვანებისაგან გაძარცული #41 ანძა.
რუსეთის მონაკვეთზე, 1 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით და 19 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ჩატარდა იზოლატორების შეცვლის სამუშაოები, კერძოდ შეიცვალა ანძებზე: #5-20ც, #7-5ც, #17-5ც, #21-5ც, #34-4ც, #38-4ც, #52-4ც, #60-4ც, #61-4ც, #114-4ც, #122-4ც, #176-4ც, #441 -6ც, #463-5ც, #465-6ც, #483-6ც, #548-5ც, #592-4ც, #661-9ც, #666-5ც, #718-5ც, #724-6ც, #725-5ც, #750-5ც, #751-4ც, #754-4ც, ჯამში 26 ანძაზე შეიცვალა 142 ცალი იზოლატორი. #102, 103, 104, 105, 109, 185, 210, 212, 243, 255, 262, 288, 296, 329, 333, 343, 343а, 347, 352, 353, 356, 357, 370, 372 (24 ანძა) ანძებიდან ჩამოიხსნა ფრინველების ბუდეები. ჩატარდა გაჩეხვითი სამუშაოები, კერძოდ გაიჩეხა ეგხ-ს #437-438, 441-442, 443-444, 482-483, 485-486, 496-496а, 690-691 მალები, სულ 8,07 ჰა. დათვალიერდა მეწყერსაშიშ ზონებში მდებარე #217, 234, 388, 397, 496а, 608, 609, 643, 644, 711, 712, 713 ანძები. გაიწმინდა ყინულმოცვის დნობის დამამოკლებელი პუნქტის გარშემო ტერიტორია. დათვალიერდა ეგხ-ს #423-465 ანძებს შორის მონაკვეთი. #138, 139, 140, 141, 142а, 143а, 145а, 146а, 147а, 148а, 148б, 149а, 149б, 150, 151а, 152а, 152б, 153, 154, 155, 156, 157, 158, 159, 160, 161, 162, 163, 164, 165, 166, 167, 168, 169, 170, 171 (36 ანძა) ანძებზე დამონტაჟდა გამაფრთხილებელი პლაკატები.

ე.გ.ხ. “იმერეთი”
10 აგვისტოს, ეგხ-ს 4 საათიანი შეკეთებაში ყოფნის დროს ჩატარდა იზოლატორების შეცვლის სამუშაოები, კერძოდ შეიცვალა ანძებზე: #15-23ც, #68-20ც, #292-5ც (მარყუჟში), #299-4ც, ჯამში 4 ანძაზე შეიცვალა 52 ცალი იზოლატორი. ასევე #68 ანძაზე შეიცვალა გაცვეთილი ყუნწი. აღდგენილი იქნა კუთხოვანებისგან გაძარცული #61 და #74 ანძები. ბულდოზერის საშუალებით აღდგენილ იქნა #228, 229, 230, 231, 232, 233, 234, 235, 236, 237, 238, 239, 240, 241, 242, 243 ანძებთან მისასვლელი გზები. ერთწლიანი ხე-მცენარეებისაგან გაიჩეხა და გაიწმინდა #228, 229, 230, 232, 233, 235 ანძის ძირები. ახალი ამონაყარისაგან გასუფთავდა #231-232 და #232-233 მალები. დეფექტაციის მიზნით ჩატარდა ეგხ-ს #220-389 ანძებს შორის მონაკვეთის შემოვლა-დათვალიერება.

ე.გ.ხ. “ქართლი-2”
#179-180, 192-193, 214-215 მალების დაცვის ზონაში და #180, 196, 210, 211, 214 ანძების გარშემო გაიჩეხა ახლად წამოზრდილი ხე-მცენარეები. #391 და #409 შუალედური ანძების დამჭიმ გვარლებზე მოეწყო დამატებითი დამიწების კონტურები, ხოლო #395, 396, 401, 404, 406 ანძებზე აღდგა მწყობრიდან გამოსული დამამიწებელი ელექტროდები. გაგრძელდა ივლისის თვეში დაწყებული 369÷409 მონაკვეთის ანძების სამღებრო სამუშაოები.

ე.გ.ხ. “ქართლი-1”
აღდგენილი იქნა კუთხოვანებისაგან გაძარცული #209 ანძა. დაიწყო #208-209 მალში სადენსა და მიწას შორის დარღვეული გაბარიტის აღდგენის მიზნით დასამონტაჟებელი #208ა ანძის სექციების აწყობა.

ე.გ.ხ. “მუხრანი”
1 აგვიტოდან 2 აგვისტოს ჩათვლით, ეგხ-ს 2 დღიანი შეკეთებაში ყოფნის პერიოდში შესრულდა შემდეგი სახის სამუშაოები: შეიცვალა გატეხილი იზოლატორები #246 ანძაზე _ 16ც, #255 ანძის ცალ მხარეს შეიცვალა სახაზო არმატურა, ხოლო #253 ანძის მარყუჟებში დამატებით დამონტაჟდა განბრჯენები.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

2024 წლის 27 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით

ლოგო-1-1200x857-2

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.