26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

სს გეს „საქრუსენერგომ“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქალაქ თელავში აღნიშნა. ქვეყნის ენერგეტიკულმა სექტორმა მოქალაქეებს ქალაქის მთავარ მოედანზე უმასპინძლა, სადაც სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ენერგეტიკული კომპანიების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ინსტალაციები, მაკეტები და შემეცნებითი ბანერები. ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებისთვის გაიმართა საბავშვო გასართობი, კულტურული და სპორტული აქტივობები, ხოლო საღამო გალა-კონცერტით დასრულდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და ვახტანგ ცინცაძე, სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი მამუკა მენაღარიშვილი და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ირაკლი კენჭიაშვილი, ასევე სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიის ხელმძღვანელი პირები.

სხვა სიახლეები

ლოგო 1

სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ

ლოგო 1

სს გეს „საქრუსენერგო“-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ

ლოგო 1

სს გეს „საქრუსენერგო“-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ