500 კვ ეგხ „კავკასიონი“-ის შეკეთებასთან დაკავშირებით

საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით 500 კვ ეგხ „კავკასიონი“ შეკეთებაში ჩადგა 2024 წლის 05 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში.
ეგხ „კავკასიონის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში შესრულდა სს გეს „საქრუსენერგოს“ 2024 წლის ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები, კერძოდ: გატეხილი იზოლატორებისა და განმბრჯენების შეცვლა, გაცვეთილი სახაზო ელემენტების, მარყუჟებში და ხაზში დაზიანებული სადენების შეკეთება, გაჩეხვითი სამუშაოები, რომელიც სრულდება ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის დროს. ასევე, აღნიშნულ პერიოდში მძიმე ტექნიკის გამოყენებით შესრულდა ეგხ-ს გარკვეულ ანძებთან მისასვლელი დროებითი გზების შეკეთებისა და მალებში სადენებსა და მიწას შორის დარღვეული გაბარიტის აღდგენის სამუშაოები. ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე შეიცვალა დაზიანებული იზოლატორები (მათ შორის ეგხ-ს N220 საყრდენის „ც“ ფაზის კლდეზე მიკიდების გირლანდაში შეიცვალა ზვავებისაგან გატეხილი 12 ცალი იზოლატორი) და შესრულდა გაჩეხვითი სამუშაოები. ეგხ-ს N224 ანძის ნაცვლად ბაგირულ დაკიდებაზე გორგოლაჭებში გასწორდა სადენები და დაბანსაჟდა ალუმინის მავთულის დაზიანებული წვერები.
2024 წლის საექსპლუატაციო-სარემონტო მომსახურების (РЭО-ს) ფარგლებში სარემონტო სამუშაოები შესრულდა ეგხ „კავკასიონის“ რუსეთის ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთზეც.
ეგხ „კავკასიონზე“ სარემონტო სამუშაოების წარმოების პროცესში მობილიზებული იყო სს გეს „საქრუსენერგოს“ წალენჯიხის, ზესტაფონის, ხაშურის, კარაჩაევსკის, მაიკოპის სსუ-ებისა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი. ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები შეასრულა კონტრაქტორმა კომპანიამ „ნიუ მეტალ ჯორჯიამ“.
ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდა ეგხ „კავკასიონის“ ფუნქციონირების საიმედოობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია მოახლოებული შემოდგომა-ზამთრის მაქსიმუმის პირობებში.
მიუხედავად აღნიშნულისა ეგხ „კავკასიონის“ N224 ბაგირული დაკიდების „А“ ფაზაში ორი სადენის გამო ეგხ „კავკასიონის“ ზღვრული დატვირთვა საოპერაციო ზღვრებთან მიმართებაში შეზღუდულია 20%-ით.
საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 2025-2035 წლების ათწლიანი გეგმის პროექტით გათვალისწინებულია ეგხ „კავკასიონის“ N219 საყრდენიდან N226 საყრდენამდე მისასვლელი გზის აღდგენა-რეკონსტრუქციისა და N226 კუთხური საანკერო საყრდენის ბაგირული დაკიდებით შეცვლის სამუშაოები, რომელთა განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება ელექტროგადამცემი ხაზის დატვირთვა არსებულ საოპერაციო ზღვრების ფარგლებში.

სხვა სიახლეები

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

2024 წლის 25 ოქტომბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროთ 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით.

საქართველოს ენერგეტიკოსის დღე

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.