500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ

საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით 500 კვ ეგხ „იმერეთი“ შეკეთებაში ჩადგა მიმდინარე წლის 15 მარტს და სარემონტო სამუშაოები ეგხ-ზე გასტანს 25 მარტის ჩათვლით. ეგხ-ს სეკეთებაში ყოფნის პერიოდში შესრულდება კომპანიის 2024 წლის ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები, მათ შორის გატეხილი იზოლატორებისა და განმბრჯენების, გაცვეთილი სახაზო არმატურის, მარყუჟებში დაზიანებული სადენების შეცვლის სამუშაოები და სხვა გადაუდებელი სამუშაოები რომელთა შესრულების საჭიროება გამოიკვეთება სარემონტო სამუშაოთა წარმოების პერიოდში.

500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე მობილიზებულია სს გეს „საქრუსენერგოს“ წალენჯიხის, ზესტაფონისა და ხაშურის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნების, ასევე ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი და სპეცტექნიკა.

500 კვ ეგხ „იმერეთზე“ სარემონტო სამუშაოების წარმოებას მონიტორინგს და კორდინაციას უწევს დასავლეთ საქართველოს ეგხ-ების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ანდრო ცხადაძე.  კონტროლს პერსონალის სამუშაოთა უსაფრთხოდ შესრულებაზე ახორციელებს შრომის უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია და  შრომის უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის მოადგილე დემურ ბუაძე. ტრანსპორტისა და სპეცტექნიკის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე გურამ ჯავშანაშვილი.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

30 წლის იუბილე

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

ინფორმაცია სს გეს საქრუსენერგოში თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ

710098523_1648318786830957_7918535884546678721_n

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე