500 კვ ეგხ „იმერეთზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით დასრულდა

2018 წლის 23 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით 500 კვ ეგხ „იმერეთზე“  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელიც მოიცავდა იზოლატორების, გაცვეთილი სახაზო არმატურისა და განმბრჯენების  შეცვლას, ასევე მარყუჟების რეკონსტრუქციის სამუშაოებს და ეგხ-ს მაღლივ დათვალიერებას. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა ზესტაფონისა და წალენჯიხის სს უბნებზე,  ზესტაფონის, თერჯოლის, წყალტუბოს, ხონის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.

დაგეგმილი სამუშაოები სრული მოცულობით განხორციელდა, „საქრუსენერგოს“ ბრიგადების და კონტრაქტორი კომპანიის პერსონალის ძალებით სულ 170 შუალედურ ანძაზე საერთო ჯამში შეიცვალა  5200 კოროზირებული, დაჭუჭყიანებული და გატეხილი იზოლატორი, ასევე კუთხურ ანძებზე შეიცვალა გატეხილი იზოლატორები, სახაზო ელემენტები, დამონტაჟდა გამბრჯენები, შეკეთდა და შეიცვალა სადენები მარყუჟებში.

აღნიშნული სამუშაოების შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგხ „იმერეთის“ ავარიული გამორთვების პრევენციისთვის, ასევე მოახლოებული წყალდიდობის სეზონისათვის მნიშვნელოვნად აამაღლებს გადამცემი ხაზის უსაფრთხოებას და საიმედოობას, რაც  ხელს უწყობს საქართველოს ელექტროსისტემის მდგრადობას.

სხვა სიახლეები

ლოგო 1

2026 წლის 06 აგვისტოს ჩატარებულ სს გეს ,,საქრუსენერგოს”აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ

ლოგო 1

ინფორმაცია სს გეს საქრუსენერგოშო თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ

ლოგო 1

სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ