500 კვ ეგხ „კავკასიონზე“ წარმოებული სარემონტო სამუშაოების შესახებ

2020 წლის 05 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით შეკეთებაში იდგა 500 კვ ეგხ “კავკასიონი”. სამუშაოები შესრულდა ეგხ „კავკასიონის“ როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთებზე.

შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ეგხ „კავკასიონის“ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთზე შეკეთდა მარყუჟებში დაზიანებული სადენები, შეიცვალა დამსხვრეული იზოლატორები, გამაგრდა ანძის დგარები  დამატებითი ბაგირის  საჭიმრებით, აღდგა ანძებთნ მისასვლელი გზები, მალები და ანძების გარშემო ტერიტორია გაიწმინდა ხე-მცენარეებისა და ეკალბარდებისაგან. ჩატარდა ეგხ-ს მაღლივი დათვალიერება.

ამჟამად მიმდინარეობს ეგხ „კავკასიონის“ N54 და N59 ანძების დგარების გაბიონებით გამაგრების სამუშაოები. გაბიონებით გამაგრების სამუშაოები დაგეგმილია ასევე ეგხ „კავკასიონის“ N53 ანძასთან მისასვლელ  გზაზეც. გაბიონების მოწყობის სამუშაოებს ეგხ „კავკასიონის“ N53 ანძასთან მისასვლელი გზისა და N54 ანძის დგარის გამაგრებისათვის ასრულებს სს გეს „საქრუსენერგო“ დაქირავებული პერსონალის დახმარებით, ხოლო N54 ანძის „ა“ ფაზის დგარის“ გაბიონით გამაგრების სამუშაოებს – კონტრაქტორი კომპანია შპს „ელექტროქსელმშენი“. აღნიშნული სამუშაოების დასრულება ნავარაუდევია მიმდინარე წლის ოქტომბერის თვეში.

გაჩეხვითი სამუშაოები ეგხ „კავკასიონის“ ტრასის გასწვრივ და ანძების გარშემო საერთო ჯამში შესრულდა 125 ჰა ფართობზე, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე – 103 ჰა-ზე.

გარდა აღნიშნული სამუშაოებისა ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე N170-N171 მალში შესრულდა გაბარიტის გაზრდის სამუშაოები „ა“ ფაზის სადენების ამოჭიმვით და აღდგენილი იქნა N215 ანძის „ა“ ფაზის დაზიანებული მარყუჟის მილი. ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე სამუშაოებს ასრულებდა კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუ მეტლ-ჯორჯია“.

2020 წელს ეგხ „კავკასიონზე“ გაწეული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა გადამცემი ხაზის იმედიანობა და მდგრადობა, რაც კარგი წინაპირობაა შემოდგომა-ზამთრის სეზონის წარმატებით გავლისათვის.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-1

ი2024 წლის 25 ოქტომბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროთ 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით.

ლოგო-1-1200x857-2-1

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

313375611_653335959593433_3060472053645476891_n

500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.