500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N9 ანძის ფუნდამენტის აღდგენითი სამუშაოები

2017 წლის ოქტომბრის თვეში 500 კვ ეგხ „კავკასიონი“-ს შემოვლისას დაფიქსირდა Р2 ტიპის №9 შუალედური საყრდენის ორ ფუნდამენტთან, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილი წყლისაგან მიწის ზედაპირის ჩარეცხვა და შეიქმნა საყრდენის წაქცევის საშიშროება.
შესაბამისად დაგეგმილ იქნა და ოპერატიულად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. კერძოდ, შედგა აღდგენითი სამუშაოების ნახაზები, შეძენილ იქნა საჭირო მასალები, რის შედეგადაც გაბიონის მოწყობის საშუალებით, გამაგრდა აღნიშნული N9 შუალედური ანძის ფუნდამენტები.
ზემოაღნიშნული სამუშაოები დაიწყო 2017 წლის 5 ნოემბერს და დამთავრდა 29 ნოემბერს, რითაც შენარჩუნებული იქნა გადამცემი ხაზის საიმედოობა და უსაფრთხოება.
სამუშაოების დაპროექტირება და შესრულება განახორციელა სს გეს „საქრუსენერგომ“.

სხვა სიახლეები

ლოგო 1

2026 წლის 06 აგვისტოს ჩატარებულ სს გეს ,,საქრუსენერგოს”აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ

ლოგო 1

ინფორმაცია სს გეს საქრუსენერგოშო თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ

ლოგო 1

სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ