სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

შესყიდვის ობიექტი:   500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ის №47-№61 საანკერო მალში   დაზიანებული სადენებისა და დაჭუჭყიანებული იზოლატორების შეცვლის სამუშაოებზე

 

ქ.თბილისი                                                                         31  მაისი 2018 წ.

 

  1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს  მითითებული სამუშაოს შესყიდვისათვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული  შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტების შერჩევის მიზნით შეაფასოს მათი განაცხადებები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 დღისა დადოს მასთან  შესყიდვის  ხელშეკრულება.
  2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და თანდართული ფორმების მიხედვით:

ა)   განცხადება მონაწილეობაზე, ფორმა N2 (თან ერთვის);

ბ)   ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ, ფორმა N3 (თან ერთვის);

გ)   ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ, ფორმა N4 (თან ერთვის);

დასაშვებია წინასწარი გადახდა.   ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების  ვადას .

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 5 საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული   ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ღირებულების  3,5% (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) ოდენობით. რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების  ვადას.

პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს, უნდა წარმოადგინოს  მოთხოვნილი ინფორმაცია და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

  • შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა რომ პრეტენდენტის ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
  • შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა რომ პრეტენდენტი კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ლიკვიდაცია ან რეორგანიზაციის საქმის წარმოება;
  • 500 კვ ეგხ-ების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის რანგში) ხელშეკრულებები და მიღება ჩაბარების აქტები;
  • ინფორმაცია სამუშაოებზე დასაქმებული პერსონალის;
  • კვალიფიკაციის შესახებ მათ შორის ელექტროუსაფრთხოების შესაბამისი საკვალიფიკაციო ჯგუფის თაობაზე;
  • ინფორმაცია სამუშაოთა შესრულებისათვის აუცილებელი (მითითებულია ტექნიკურ დავალებაში) მანქანა-მექანიზმებისა განკარგვის უფლების შესახებ.
  • ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს დღეებზე გაწერილი სამუშაოების წარმოების გრაფიკი – მომუშავეთა ბრიგადების რაოდენობის, პერსონალის (საკვალიფიკაციო ჯგუფის მითითებით), საჭირო მანქანა-მექანიზმებისა და ხელსაწყო-იარაღების მითითებით;
  • პრეტენდენტმა, წინადადება სამუშაოთა შესრულების თაობაზე უნდა წარმოადგინოს ადგილზე გასვლისა და დათვალიერების შედეგად, სამუშაოთა მოცულობების და მასშტაბების გათვალისწინებით;
  • შეფასებას დაექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები, რომელიც პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს, შეესაბამება  ტექნიკურ დავალებას  და  შესყიდვისთვის გათავლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.
  1. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს კანცელარია.
  2. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  2018  წ.  11 ივნისის 18 საათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
  3. განაცხადები შეფასდება 2018  წ.  11 ივნისს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
  4. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-5 პუნქტში მითითებულ მისამართზე, დალუქულ კონვერტში წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.
  5. ფასები შემოთავაზებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);
  6. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
  7. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს განცხადების მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში, მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
  8. გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს და რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი.

სრული ინფორმაცია იხილეთ სს გეს „საქრუსენერგო“-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე http://sakrusenergo.ge 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტ. 595 00 33 33   –   5 95 95 70 70

იხილეთ დანართი:

სხვა შესყიდვები

test

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.